ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება მიუღებლად მიიჩნევს მოლდოვას ხელისუფლების ქმედებებს, რომელმაც "სამხრეთ ოსეთის" „დელეგაცია“ საზღვარზე არ შეუშვა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. დელეგაციას, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი ხელმძღვანელობდა, დნესტრისპირეთში მიემართებოდნენ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, ინციდენტი 31 აგვისტოს მოხდა. მოლდოველმა მესაზღვრეებმა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დელეგაციას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს მოლდოვას ხელისუფლების ამგვარ ქმედებებს სამხრეთ ოსეთის დელეგაციასთან მიმართებაში, რომელსაც საერთაშორისო სამართლის და მოლდოვას კანონმდებლობის ნორმები არ დაურღვევია“, - ნათქვამია განცხადებაში.