ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი დასრულდა.

როგორც პროცესიდან გამოსულმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ მოსამართლე სრულად დამოუკიდებელი იქნება.

"მამა გიორგიმ თავისი საბოლოო სიტყვა ბრძანა და მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. განაჩენის თარიღი არ ვიცით, ამის თაობაზე მოსამართლის თანაშემწე წინასწარ შეგვატყობინებს. როგორც ვფიქრობ, მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ვიმედოვნებ რომ მოსამართლე სრულად დამოუკიდებელი იქნება, ჩემი რწმენით ის არავისზე იქნება დამოკიდებული და არ შეასრულებს იმ მოთხოვნის გარდა არაფერს, რასაც კანონი ავალდებულებს და მამა გიორგის მისამართით გამამართლებენ განაჩენს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი არათუ გიორგის მამალაძისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის იქნება კატასტროფა და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი აღარ იარსებებს. ეს იქნება პრემიერ-მინისტრი, პროკურორი თუ სხვა მაღალჩინოსანი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ საფრთხის წინაშე დადგა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების აზრი და არსი, პასუხისმგებელი ისინი იქნებიან. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ისინი შეძლებენ მოსამართლეზე გარკვეული ზეწოლით მიიღონ გამამტყუნებელი განაჩენი. მამა გიორგიმ აბსოლუტურად დეტალურად ისაუბრა და მოიყვანა ბევრი მაგალითი, მიუხედავად იმისა, რომ ის ბრალდებულია, ის საუბრობდა როგორც ჩამოყალიბებული, დახვეწილი სულიერი მოძღვარი, რომელიც არათუ მხოლოდ თავის დაცვის პროცესს ახორციელებდა, არამედ ის ქადაგებდა, თუ რა არის სიმართლე და რატომ არის ამ საქმეში ის უდანაშაულო. ამ უკანონობით არამხოლოდ მათ მიადგება ზიანი, თვით ეკლესიაც კი დიდი საფრთხის ქვეშ დადგება. ის თავის სიტყვაში ყველა სფეროს, ყველა პიროვნებას შეეხო, მათ შორის ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, მაღალ სასულიერო პირებს, პროკურატურას, მთავარი პროკურორს და ჩინოვნიკებსაც. მან ყველას მოუწოდა, რომ გონიერება ყველაზე მთავარი რამ არის", - განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ მიხეილ რამიშვილი.