მთავრობის წევრებმა მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს

მთავრობის წევრებმა მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს

მთავრობის წევრებმა მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. ჯუმა მეჩეთში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ასევე კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.

„ყურბან ბაირამი არის უდიდესი დღესასწაული ყველა მორწმუნე მუსლიმისთვის და მინდა მთელი მთავრობის სახელით მივულოცო მორწმუნე მუსლიმებს ეს დღესასწაული. ეს არის დღესასწაული სიკეთის კეთებისა და მშვიდობის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მეჩეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტიც იყო დაგეგმილი, თუმცა მთაწმინდაზე ხანძრის გამო ვიზიტი გაუქმდა.