სანამ გამოძიება რამეს არ იტყვის, ხანძრებთან დაკავშირებით არაფრის გამორიცხვა ან მტკიცება არ შეიძლება

სანამ გამოძიება რამეს არ იტყვის, ხანძრებთან დაკავშირებით არაფრის გამორიცხვა ან მტკიცება არ შეიძლება

სანამ გამოძიება რამეს არ იტყვის, ხანძრებთან დაკავშირებით არაფრის გამორიცხვა ან მტკიცება არ შეიძლება, - ასე უპასუხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა კითხვას იმის შესახებ, როგორია მისი ვარაუდი გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით.

სუბარის თქმით, გახშირებული ხანძრები მხოლოდ საქართველოს სამწუხარო რეალობა არ არის.

„ეს ხდება მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში. ზოგიერთ ქვეყანაში ათეულობით ჰექტარი ტერიტორია დაიწვა და ათეულობით ადამიანი გახდა ხანძრების მსხვერპლი. თუმცა სანამ გამოძიების საბოლოო შედეგი არ გვეცოდინება, გაგვიჭირდება იმის თქმა, ეს არის მხოლოდ შემთხვევითობა და სტიქიური მოვლენა, თუ ამაში რაღაც ხელოვნური ურევია. სანამ გამოძიება არ იტყვის შედეგს, არაფრის გამორიცხვა და მტკიცება არ შეიძლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.