პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზე იყო გავრცელებული.
ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ჩართული იყო 10 სახანძრო მანქანა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.
ადგილზე ვერტმფრენიც დაფრინავდა, თუმცა ხანძრის ქრობის პროცესში მისი ჩართვა აუცილებელი არ გახდა.