მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება

მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება

მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება, - ამის შესახებ შს სამინისტროში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ორი მხრიდან ხდება სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

ამასთან როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ათეულობით მეხანძრე მუშაობს.