რუსეთი აშშ-ის ანტირუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებს

რუსეთი აშშ-ის ანტირუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებს

რუსეთი აშშ-ის ანტირუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ მკაცრ პასუხს გავცემთ იმას, რაც ზიანს გვაყენებს ჩვენ და რაც ნაკარნახევია აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობების გაფუჭების სურვილით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერეთობების ინსტიტუტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გუშინ, აშშ-მა რუსეთს სან-ფრანცისკოში საკუთარი საკონსულოს, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვა მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კრემლის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მოსკოვმა აშშ-ს რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირება მოსთხოვა.

გასულ თვეს მოსკოვმა აშშ-ს მოუწოდა, რუსეთში თავისი დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალი ნახევარზე მეტით, 455 ადამიანამდე შეამციროს, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ხმათა უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.