ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი

ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი

აბასთუმნის ტყეში ცოცხალი ძალა ჯერჯერობით იმავე რაოდენობით რჩება, რაც აქამდე იყო მობილიზებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხანძრის ღია კერები არსად აღარ არის და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"დღესაც მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. ღია კერები არსად არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს იმ ზონაში, სადაც ხანძარი იყო. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც მონაწილეობა მიიღო ხანძრის ქრობის პროცესში. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ადგილობრივებს, რომლებიც მეხანძრე-მაშველების მხარდამხარ ცეცხლის ჩასაქრობად იბრძოდნენ", - განაცხადა მღებრიშვილმა.