ნიკი ჰეილიმ ირანი პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ დაახლოების გამო გააკრიტიკა

ნიკი ჰეილიმ ირანი პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ დაახლოების გამო გააკრიტიკა

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ ირანსა და პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასის“ შორის დაახლოება გააკრიტიკა.

ნიკი ჰეილის თქმით, ირანმა უნდა აირჩიოს, შეუერთდეს ან საერთაშორისო საზოგადოებას ან ტერორისტულ ჯგუფს.

„ირანი კიდევ ერთხელ თავის ჭეშმარიტ სახეს ავლენს. ირანმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას საერთაშორისო საზოგადოების წევრი იყოს ან ჯიჰადისტური ტერორისტული მოძრაობის პატრონი. ორივე ერთად არ გამოვა“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ორშაბათს „ჰამასის“ ლიდერმა იაჰია სინვარმა განაცხადა, რომ მისმა მოძრაობამ სამხედრო შესაძლებლობები გააძლიერა ირანთან ბოლო დროს გაუმჯობესებული ურთიერთობების წყალობით.

მისი თქმით, ირანი „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მთავარი მხარდამჭერი ძალაა.