დავით მათიკაშვილი:  ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან პოზიტიურ შეფასებას ველოდები

დავით მათიკაშვილი: ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან პოზიტიურ შეფასებას ველოდები

ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან ადეკვატურ და პოზიტიურ შეფასებას ველოდები, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

"ვენეციის კომისია 1995 წლიდან აკვირდება საქართველოში კონსტიტუციის განვითარებას. მათ ძალიან კარგად იციან ყველა იმ პროცესის შესახებ, რაც ვითარდება. ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან ადეკვატურ და პოზიტიურ შეფასებას ველოდები, რადგანაც ცვლილებების ეს პროექტი რომ შევადაროთ 2010 წლის პროექტს, ეს არის მკვეთრი გაუმჯობესება, არც ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი არ არის ამ პროექტში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ისინი სტრასბურგში ოპოზიციასთან შეხვედრას არ აპირებენ,  საკონსტიტუციო ცვლილებები კი საშემოდგომო სესიაზე საბოლოოდ დამტკიცდება.

15 კვალიფიციური პარტიის გადაწყვეტილებით, მიუხედავად ჩიხში შესული მოლაპარაკებებისა, პარტიები 6 სექტემბერს ვენეციის კომისიას შეხვდებიან. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა მხარეებს 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრა შესთავაზა, სადაც ერთმანეთს მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებოდნენ.