ხელისუფლება ატყუებს საერთაშორისო თანამეგობრობას; ის პროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიას წარუდგინა, განსხვავებული იყო იმ პროექტისგან, რომელსაც თავს ახვევს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
"ხელისუფლება ატყუებს საერთაშორისო თანამეგობრობას. ის პროექტი, რომელიც "ოცნებამ" წარუდგინა ვენეციის კომისიას, განსხვავებული იყო იმ პროექტისგან, რომელსაც თავს ახვევს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას. მათუმეტეს, როდესაც აცხადებდნენ, რომ 2020 წლიდან აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. არსებობს სრული კონსენსუსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონსტიტუცია იქნება უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე. რაც მთავარია, იქნება დაკანონება მაფიოზურ-კლანური რეჟიმისა, რომელიც ახლა საქართველოშია გამეფებული. ეს კონსტუტუცია შეუძლებელს გახდის საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას",- განაცხადა ბიბილაშვილმა.