ამერიკის მიერ რუსეთისთვის სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვის მოთხოვნის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან, რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა მწუხარება გამოხატა ვაშინგტონის მოთხოვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებაზე რეაგირებას მოახდენს.
მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა გზების ძიება ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
შეგახსენებთ, რომ ამერიკამ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური დაწესებულებების დახურვა მოსთხოვა.