ლევან გოგიჩაიშვილი: გავიგეთ, რომ სიუჟეტის ავტორებს არ უხარიათ მთავრობის მიერ მიღწეული შედეგი

ლევან გოგიჩაიშვილი: გავიგეთ, რომ სიუჟეტის ავტორებს არ უხარიათ მთავრობის მიერ მიღწეული შედეგი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გასაგებია, რომ "რუსთავი 2"-ის მიერ გაშვებული სიუჟეტის ავტორებს, არ უხარიათ მთავრობის მიერ სტიქიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგი.

"სასაცილოა, როდესაც არცერთი კითხვა არ დასმულა მათი მხრიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა ხალხის ათეულობით მილიონი ლარი გადაყარა იმ საფრენი აპარატების შეძენაში, რომლებითაც მეგობრებს დაატარებდა და დღეს არიან "შეშფოთებულები", რატომ არ ერთვება სამაშველო ოპერაციაში კერძო საკუთრებაში არსებული სამგზავრო ვერტმფრენი. სიუჟეტის მიზანი ნათელია, რამენაირად დაჩრდილონ ის დადებითი განწყობა, რაც სტიქიასთან ბრძოლის მიმართებაში არსებობს საზოგადოებაში და ბოლოს სასაცილოც აღარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს რომელსაც 2 მილიარდზე მეტი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული და დღესაც უამრავ საქველმოქმედო პროექტს აკეთებს, "რუსთავი 2" ასწავლის რამეს", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.