გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს

გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს

პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს.

პირველი არხის ინფორმაციით, ხვალისთვის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და პარტიული სიის წარდგენა არ იგეგმება. მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის კი უმეტესობა ახალი სახე იქნება.

ამასთან, 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში ჩავა, სადაც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს დაასახელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს