აბასთუმნის ტყეში დაკვამლიანება აღარ შეიმჩნევა

აბასთუმნის ტყეში დაკვამლიანება აღარ შეიმჩნევა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის უშუალო მეთვალყურეობით, ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ აბასთუმნის ტყეში დარჩენილი ხანძრის რთულად მისადგომი ფერდობები ენახათ.

მინისტრმა პრესის წარმომადგენლებს ზეკარის უღელტეხილიდან ხანძრის კერებამდე გაყვანილი გზა, ასევე მთებზე კავშირგაბმულობის მანქანები აჩვენა, რომლის მეშვეობითაც ხდება კომუნიკაცია ავიაციასა და ცოცხალ ძალას შორის.

ამასთან, გიორგი მღებრიშვილმა ახალ გაჭრილ გზაზე ჩაიყვანა პრესის წარმომადგენლები და ის 6-კილომეტრამდე გზაც აჩვენა, რომლის საშუალებითაც მძიმე ტექნიკა ხანძრის კერებამდე მუშაობს.

ამ დროისთვის აბასთუმნის ტყეში დაკვამლიანება არ შეიმჩნევა.