გიგა ნიკოლეიშვილი  გლდანში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო

გიგა ნიკოლეიშვილი გლდანში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან კობიაშვილთან და კობა კობალაძესთან ერთად  გლდანის რაიონში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

გიგა ნიკოლეიშვილი , დიმიტრი ორმოცაძე და კობა კობალაძე სარაჯიშვილის N15-ში იმყოფებოდნენ, სადაც ავარიული აივნების აღდგენა-გამაგრების სამუშაობი დაათვალიერეს.

გარდა ამისა, გიგა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ორმოცაძე და ლევან კობიაშვილი

თეთრი ტბის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც გზის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.  აღნიშნულ მისამართზე, 2600 კვ.მ-ზე,  ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიურები და ფეხით სავალი ბილიკები.ამასთანავე მათ მე-6 მ/რ-ის N14 ა-ს დევნილთა საცხოვრებელში  წყალ-კანალიზაციის მილების შეცვლის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს,რომელიც გამგეობის 85% თანადაფინანსებით ხორციელდება.