პირველი სექტემბრიდან განახლებული 5 ლარიანი მიმოქცევაში ჩაეშვება

პირველი სექტემბრიდან განახლებული 5 ლარიანი მიმოქცევაში ჩაეშვება

ხვალიდან, განახლებული 5 ლარიანი წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად  მიმოქცევაში იქნება.

20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი შეემატება.

განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა.

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით : " განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი".

შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან. ხოლო 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი უახლოეს მომავალში განახლდება.