რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინიდან გააძევეს

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინიდან გააძევეს

რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლა 3 წლით აუკრძალეს. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა. ჟურნალისტს ბრალი არაობიექტური რეპორტაჟების მომზადებასა და უკრაინის შეურაცხყოფაში დასდეს. ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცების შესახებ რუსეთის პირველმა არხმა გუშინ, შუადღისას გაავრცელა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, კურბატოვა უკრაინის უშიშროების სამსახურს ჰყავდა დაკავებული.