2016 წელს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2 მლნ 539 ათას 800 სტუმარს მოემსახურა

2016 წელს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2 მლნ 539 ათას 800 სტუმარს მოემსახურა

2016 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2539.8 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 37.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 34.2% - საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (13.8%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.1%) და გერმანიიდან (18.1%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (24.0%) და ირანიდან (11.8%) შემოსულ სტუმრებს უკავია.  

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოში  სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1415 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.