ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე კონცეფციის სავაჭრო მოლი აშენდება

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე კონცეფციის სავაჭრო მოლი აშენდება

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე კონცეფციის რეგიონული სავაჭრო მოლი აშენდება. ბაზრობის ადმინისტრაციას შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებული აქვს, რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლად არის შესული. პროექტის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება.

ირკვევა, რომ სავაჭრო-გასართობი კომპლექსი 5 ჰექტარზე მოეწყობა. ეს იქნება მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, გასართობი სივრცეებით, ბავშვთა მოედნით, საცურაო აუზებით, ორანჟერეით, სავაჭრო ცენტრის სახურავზე ეგზოტიკური ხეების მუზეუმის მოწყობაა დაგეგმილი.

გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი 2500 ავტომანქანისთვის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონია. მენეჯმენტი პროექტის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს, თუმცა, როგორც რადიო „კომერსანტმა“ გაარკვია, მისი პრეზენტაცია სექტემბრის დასაწყისში ოფიციალურად იგეგმება.

როგორც ცნობილია, გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტუტი–საქართველომ“ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის რეკომენდაცია გასცა. გენ.გეგმა ამჟამად განხილვის ეტაპზეა და მისი დამტკიცება შემოდგომაზეა ნავარაუდევი.