წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა

წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით, 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დამწვარი ტყის ფართობი ზუსტდება.

"წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ტყე არის დაახლოებით 200 ჰექტრის ფარგლებში დამწვარი. აუცილებლად მთელი მოსახლეობის ჩართულობით, ვფიქრობ, ღირსეული საქმეა და ყველას ექნება სურვილი, რომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენის საქმეში. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა