ტერეზა მეიმ დაადასტურა, რომ „ბრექსითის“ პროცესის დასრულების შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელად დარჩენას გეგმავს

ტერეზა მეიმ დაადასტურა, რომ „ბრექსითის“ პროცესის დასრულების შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელად დარჩენას გეგმავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ დაადასტურა, რომ  თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და „ბრექსითის“ პროცესის დასრულების შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელად დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ ტერეზა მეიმ იაპონიაში ვიზიტისას განაცხადა.

„მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც დაწყებულს ადვილად ტოვებს. მე ამ თანამდებობაზე დიდი ხნით ვარ. ის, რასაც მე და ჩემი მთავრობა ვაკეთებთ, არა მხოლოდ „ბრექსითის“ განხორციელებას ეხება, არამედ დიდი ბრიტანეთისთვის ნათელი მომავლის უზრუნველყოფასაც“, - აღნიშნა ტერეზა მეიმ.

27 აგვისტოს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ უარყო ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტერეზა მეი 2019 წელს თანამდებობიდან გადადგება.