იზმირში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

იზმირში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ქალაქ იზმირში ავტობუსი ააფეთქეს, რომლითაც ციხის თანამშრომლები გადაჰყავდათ. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულნი. წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო ჩამონტაჟებული, რომლის სიახლოვესაც ავტობუსმა გაიარა.