ტრამპმა ნათლად გააგებინა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისის დარეგულირებაში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს

ტრამპმა ნათლად გააგებინა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისის დარეგულირებაში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნათლად გააგებინა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით სამხედრო ვარიანტს არ გამორიცხავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა ნათლად გააგებინა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სამხედრო გადაწყვეტილება შესაძლებელია. ვფიქრობ, ამგვარი ვარიანტის განხილვისას ის დაეყრდნობოდა ისეთ ხალხს, როგორიც არის პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

სარა სანდერსის თქმით, აშშ „სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ჩრდილოეთ კორეის საკითხზე“ და დონალდ ტრამპი ქმედებების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

29 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა განახორციელა. რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.