გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმნის საველე შტაბში თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა და სტრატეგია განიხილა

გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმნის საველე შტაბში თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა და სტრატეგია განიხილა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის მორიგი თათბირი ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა და სტრატეგია განიხილეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შერეულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში, ხანძრის კერებთან იმყოფებოდა ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებს სხვადასხვა ცეცხლმაქრი ხელსაწყოსა და წყლის ჭავლის გამოყენებით ახორციელებდა. გამთენიიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო ავიაცია.