პატრიარქი ბორჯომის ხეობაში შექმნილ საგანგებო შტაბში მივა

პატრიარქი ბორჯომის ხეობაში შექმნილ საგანგებო შტაბში მივა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში 15:30 საათზე ჩავა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ბორჯომიდან იტყობინება, პატრიარქი სოფელ დაბას მიმდებარედ მოქმედ საგანგებო შტაბში მივა.

ბორჯომის ხეობაში უკვე იმყოფება საპატრიარქოს რამდენიმე წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, ხანძრის გამო, ბორჯომის ეპარქიაში სამი დღის განმავლობაში ღამისთევის მსახურებები აღევლინება.