დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს

დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქაცარავას გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მე-2 ნაწილით.