„ისლამური სახელმწიფო“ ინტერნეტში ვიდეოს ავრცელებს და ესპანეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება

„ისლამური სახელმწიფო“ ინტერნეტში ვიდეოს ავრცელებს და ესპანეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტში ესპანურ ენაზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ესპანეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრა.

„ალაჰის ნებით, ალ-ანდალუსი კვლავ გახდება ის, რაც ადრე იყო, ხალიფატის მიწა“, - ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ვიდეო-მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ „ესპანელმა ქრისტიანებმა არ უნდა დაივიწყონ ესპანური ინკვიზიციის მიერ მუსლიმების დაღვრილი სისხლი“.

„შურს ვიძიებთ თქვენს მიერ ჩადენილ მკვლელობებზე“, - განაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელმა.

17 აგვისტოს, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.