სუდანში რუსეთის ელჩი რეზიდენციის აუზში გარდაცვლილი იპოვეს

სუდანში რუსეთის ელჩი რეზიდენციის აუზში გარდაცვლილი იპოვეს

სუდანში რუსეთის ელჩი მირგაიასი შირინსკი თავისი რეზიდენციის აუზში გარდაცვლილი იპოვეს. სუდანის პოლიციის განცხადებით, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ 23 აგვისტოს ხარტუმში, სუდანში რუსეთის ელჩი მირგაიას შირინსკი გარდაიცვალა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა სუდანის პოლიციის განცხადებით, შირინსკის ჰიპერტონია ჰქონდა.

მირგაიას შირინსკი 62 წლის იყო. ის სუდანში რუსეთის ელჩის მოვალეობას 2013 წლის დეკემბრიდან ასრულებდა.