ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის კერებთან მუშაობა და ამ დროისთვის აქტიური ცეცხლის კერები ჯანმრთელი ტყისგან გამიჯნულია.

„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მთლიანობაში ამ დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა არის გაჭრილი. ასევე მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯნვა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ტერიტორიაზე 6 ვერტმფრენი მუშაობს და 1 500-მდე ცოცხალი ძალა გასულია აქტიური ცეცხლის ზონაში.