მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მაღალ მთაში გზის გაყვანა, რომ ხანძრის კერები მოგვეჭრა ჯანმრთელი ტყისგან

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მაღალ მთაში გზის გაყვანა, რომ ხანძრის კერები მოგვეჭრა ჯანმრთელი ტყისგან

მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, როგორ უნდა განაწილდეს ცოცხალი ძალა და როგორ უნდა მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, მთის მასივში გზის გაყვანა და ჯანმრთელი ტყისგან ხანძრის კერების მოჭრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მაღალ მთაში გზის გაყვანა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2 კილომეტრიანი გზა დაემატა და ჯამში დაახლოებით, 10 კილომეტრამდე გზა გავიყვანეთ. ეს სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომ ხანძრის კერები მოვჭრათ ჯანმრთელი ტყისგან“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა ცდილობენ. პროცესში დილიდან ავიაცია ისევ ჩაერთო.