ხანძრის კერა ბევრია, ცეცხლის ლიკვიდაცია ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება

ხანძრის კერა ბევრია, ცეცხლის ლიკვიდაცია ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება

ღამის განმავლობაში ხანძრის მასშტაბი არ გაზრდილა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, ხანძრის კერები ბევრია და ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს.

„ღამე ქარი არ იყო, შესაბამისად, ხანძრის მასშტაბები არ გაზრდილა. ქარი არც ახლა არის, თუმცა ხანძრის კერები ბევრია, ტორფი არის გაღვივებული. ჩაქრობა და ცეცხლის ლიკვიდაცია ხანგრძლივი პროცესი იქნება. ერთ და ორ დღეში ეს ვერ დასრულდება იმიტომ, რომ ტერიტორია დიდია და სხვადასხვა ადგილზე ჩნდება ხანძრის კერები.

მაქსიმალურად ჩართულები ვართ, ავიაციამ დაიწყო უკვე მუშაობა“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.