ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ვერტმფრენებმა დილიდან განაახლეს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ვერტმფრენებმა დილიდან განაახლეს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ვერტმფრენებმა დილიდან განაახლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.

რაც შეეხება იმას, ხომ არ არის ტექნიკის და ცოცხალი ძალის სახით კიდევ სხვა ქვეყნებიდან დახმარების მიღების საჭიროება, ზურაბ ალავიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მაქსიმალურად ჩართულები ვართ. ავიაციამ უკვე დაიწყო მუშაობა“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეის მდგომარეობით, 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს.