აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თურქეთიდან ვიზიტით კიევში ჩავიდა. მასთან ერთად ამერიკელი დიპლომატი კურტ უოლკერი იმყოფება. 

24 აგვისტოს მეტისი უკრაინელ კოლეგა სტეპან პოლტორაკს შეხვდება. ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ აღლუმსაც დასწრებიან და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდებიან. 

მანამდე, პენტაგონის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა თურქეთის ოფიციალურ პირებთან და პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანთან.

ანკარაში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა, რეგიონული საკითხების გადაწყვეტა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სირიისა და ერაყის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და სექტემბერში დაგეგმილი ქურთისტანის დამოუკიდებლობის შესახებ რეფენდუმი იყო.