ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია

ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია. 

აქედან გამომდინარე, სერგეენკოს განმარტებით, ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის გუშინდელი რეკომენდაცია მოხსნილია. 

"რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, საბედნიეროდ შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები აიღო, რომლებიც საბედნიეროდ ნორმის ფარგლებშია. ეს არის მნიშვნელოვნად შემცირება რისკების, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ, ჩვენი გუშინდელი რეკომენდაცია ბავშვებისა და ქრონიკულად დაავადებული მოზრდილებისთვის მოხსნილია, თუმცა რჩება იმ პუნქტებში სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა",- განაცხადა სერგეენკომ.