გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის ხანძრის მიზეზებზე: ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ

გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის ხანძრის მიზეზებზე: ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ

ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვას, განიხილება თუ არა ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენის მიზეზებთან მიმართებაში დივერსიის ვერსია.

რაც შეეხება ბენზინით სავსე ბიდონს, მინისტრის ინფორმაციით, განმცხადებელი საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა.

„გიდასტურებთ, რომ განცხადებით მიმართეს ამის თაობაზე პოლიციას. მე ახლა მთელი ძალებით გადმორთული ვარ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. ინფორმაცია მაქვს, რომ განმცხადებელი უკვე დაიკითხა, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, - განუცხადა მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.

ბორჯომის ტყეში ბიდონის პოვნის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამის შესახებ სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი წერს.

„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა. შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში“, - წერს სინჯიკაშვილი და აღნიშნულის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.