დღეს მსოფლიოში უმძლავრესი ვერტმფრენი მუშაობს აქ, რომ დაეხმაროს ქართველ მოძმე ერს

დღეს მსოფლიოში უმძლავრესი ვერტმფრენი მუშაობს აქ, რომ დაეხმაროს ქართველ მოძმე ერს

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სტიქიის ზონაში მოვლენების განვითარებას,  - ამის შესახებ პირველ არხს საქართველოში ბელარუსის ელჩმა მიხეილ მიატლიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ვერტმფრენი, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს, აქვს საბერძნეთში, სერბეთსა და თურქეთში მუშაობის გამოცდილება.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოეგზავნა აქ მსოფლიოში უმძლავრესი ვერტმფრენი, მი 26. მას შეუძლია, ერთდროულად 15 ტონა წყლის გადატანა. ეკიპაჟს, რომელიც მუშაობს ამ ვერტმფრენზე, აქვს საბერძნეთში, სერბეთში თურქეთში მუშაობის გამოცდილება. დღეს ისინი მუშაობენ აქ, რომ დაეხმარონ ქართველ მოძმე ერს ამ ტრაგედიაში", - განაცხადა ელჩმა.

ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში მი-26-ის ტიპის ვერტმფრენის გამოგზავნა, რომლის ბორტზეც 10 მაშველია.