ეკოლოგი ტყის ხანძრების გახშირებას გლობალურ კლიმატურ ცვლილებას უკავშირებს

ეკოლოგი ტყის ხანძრების გახშირებას გლობალურ კლიმატურ ცვლილებას უკავშირებს

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ტყის ხანძრების გახშირების მაპროვოცირებელი გლობალური კლიმატური ცვლილებაა.

მისი განმარტებით, ხანძრების გამომწვევი ასევე შეიძლება გახდეს გვალვების შემდეგ ტყის გამოფიტვა და შემთხვევით გადაგდებული სიგარეტის ნამწვი, ან არასწორად დანთებული კოცონი.

"ხანძრების მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორისაა აალება მაღალი ტემპერატურის შედეგად. იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება არ იყოს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ზაფხულში იყო გვალვები და ამან გამოფიტოს ტყეები. ამის შედეგკი შეიძლება რეალური აალებადი პროცესი განვითარდეს. ხანძარი ტყეში შესაძლოა, ასევე გაჩნდეს არასწორად დანთებული კოცონის შედეგად, ან შემთხვევით გადაგდებული ნამწვის შედეგად და ა.შ. კლიმატური ცვლილებების ფონზე, ხანძრები შესაძლოა, უფრო მეტად გახშირდეს განსაკუთრებით იმ სეზონში, როცა მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება", - აღნიშნა "პირველან საუბარში ჩხობაძემ.

საქართველოში აგვისტოში ტყის რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ყველაზე ძლიერი 20 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში არის. მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ხანძრის ჩაქრობას.