საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად გაჩენილი ხანძრები დივერსია იყოს.
თუმცა, როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ცეცხლის კერების მიზეზები.
„გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს დივერსიასთან. მართლაც, არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველიც შეიძლება არც არსებობდა. გამოძიებამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაადგინოს, რა იყო ამ ცეცხლის კერების მიზეზი. უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე რომ ვისაუბროთ დივერსიაზე, არ იქნება სწორი, თუმცა ვერსია არის, რა თქმა უნდა, რასაც გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა სესიაშვილმა.