სტიქიის ზონაში მყოფმა მეხანძრე-მაშველებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორისგან ტკბილეული მიიღეს.
პატრიარქის მიერ გაგზავნილი ტკბილეული მეხანძრე-მაშველებს რამდენიმე ხნის წინ ჩაუტანეს.
დღეს ბორჯომში სასულიერო პირები ჩავიდნენ და პარაკლისი გადაიხადეს, ხოლო გუშინ, 22 აგვისტოს ილია მეორემ საპატრიარქოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შესახებ პარაკლისი გადაიხადა.