მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქის თქმით, მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის საექსტრადიციო პატიმრობის ვადის სამი თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით არ ელოდა.
მისი თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ მის მეუღლეს გაათავისუფლებდნენ.
„დღეს არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. დარწმუნებილი ვიყავი, რომ ჩემს მეუღლეს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. სამი თვე მოვითმინე და კიდევ სამი თვე მოვითმენ. მჯერს, რომ გაათავისუფლებენ“, - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.
ის გამორიცხავს მისი მეუღლის რამე კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან და დაშიფრული პროგრამის გამოყენების ფაქტს.
როგორც ტუბა ჩაბუქმა განაცხადა, ეს არის თურქეთში ხელოვნურად დაწერილი საქმე და მას მსგავსი პროგრამა არც მისი მეუღლის კომპიუტერში ან ტელეფონში არასდროს შეუმჩნევია.
მისი განმარტებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ასრულებდა მასწავლებლის ფუნქციას.
თურქეთის მოქალაქეს, დემირელის სკოლის ხელმძღვანელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საექსტრადიციო პატიმრობის ვადა კიდევ 3 თვით გაუგრძელდა.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ჩაბუქის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.