სტიქიის ზონის მიმდებარე დასახლებებში ჰაერის ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვებ ნორმებს შეესაბამება

სტიქიის ზონის მიმდებარე დასახლებებში ჰაერის ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვებ ნორმებს შეესაბამება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში,  ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.

გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები,  აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი.

"აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნტქტებშიც",-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.