ტრამპი კონგრესს ემუქრება

ტრამპი კონგრესს ემუქრება

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხას არ გამოყოფს, ტრამპი მზად არის კონგრესთან კონფრონტაციაში შევიდეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ქალაქ ფენიქსში გამოსვლისას განაცხადა.  „მთავრობის გაუქმებაც რომ მოგვიხდეს, კედელს მაინც ავაშენებთ“, - აღნიშნა ტრამპმა. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში კედლის აშენების კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული. დამცავი ბარიერის მშენებლობის ხარჯები კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.