ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად, რაში სჭირდებათ დახმარება და შემდეგ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, ჩვენ დავეხმარებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებს ხანძრის თაობაზე აშშ-ს დახმარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ ხანძრით. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთვრობას ჩვენი დახმარება. გუშინ ვესაუბრე ამერიკის კრიზისების მართვის დეპარტამენტს, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებზე მუშაობს და ვუთხარით საქართველოს მთავრობას, თუ რა კუთხით სჭირდებათ დახმარება. ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდეგ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, ჩვენ დავეხმარებით",- განაცხადა იან კელიმ.