სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების საკითხზე პარლამენტის სხდომა ადრეც უნდა მოეწვიათ

სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების საკითხზე პარლამენტის სხდომა ადრეც უნდა მოეწვიათ

"ევროპული საქართველო" პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების საკითხს მხარს დაუჭერს.

როგორ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე სხდომა უფრო ადრეც უნდა მოეწვიათ.

„საკმაოდ ბევრი კითხვაა ამ მიმართულებით, მაგრამ კითხვების დრო არ არის. ჩვენ ვიქნებით სხდომაზე და მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, რათა მეხანძრეებმა და ადამიანებმა, რომლებიც იქ იცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, მიიღონ დახმარება და ეს დახმარება უნდა იყოს ქმედითი", - განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.

ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის მიმართვა დააკმაყოფილა.

პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, დღეს 15:00 საათზე, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.