ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს შესაძლოა დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს

ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს შესაძლოა დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბორჯომის ხეობაში ცეცხლი ხელოვნურად გაჩნდა.

„მე, როგორც პოლიციელი, არაფერს გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“, - ამის შესახებ მღებრიშვილმა დღეს დილით გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.