ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების გამოყენების საჭიროება არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება

ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების გამოყენების საჭიროება არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება

პრეზიდენტი სრულად იყო ჩართული პროცესებში, ის საგანგებო შტაბის მეშვეობით დეტალურად იღებდა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელიც ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

მისი განცხადებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ ატენის ხეობაშია გამოყენებული, ბორჯომის ხეობაში კი, ამის საჭიროება არ არსეობობს.

„გამოიცა განკარგულება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალები გამოყენებულია მხოლოდ ატენის ხეობაში. ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით საჭიროება არ დგას შეიარაღებული ძალების გამოყენების, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.