ბორჯომის ხეობაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, არავითარი საშიშროება არ არის

ბორჯომის ხეობაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, არავითარი საშიშროება არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ადგილზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. 

პრემიერმა საგანგებო შტაბი ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. 

„მიმდინარეობს მუშაობა. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები, არავითარი საშიშროება არ არის“,- აღნიშნა პრემიერმა.