შს მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

შს მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ქარი ჩადგა. ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

”დღის განმავლობაში თქვენ იცით, რომ საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა. ქარმა ძალიან უკან დაგვხია და ძალიან შეგვიშალა ხელი, რათა ხანძრის ლოკალიზება მოგვეხდინა“,- აღნიშნა მღებრიშვილმა. 

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამწვარ ფართობს, შს მინისტრის თქმით, ამის დადგენა მოხდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ.