ვერ ვიტყვი, რომ ხანძარს მთლიანად ვაკონტროლებთ, მაგრამ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გვქონდა

ვერ ვიტყვი, რომ ხანძარს მთლიანად ვაკონტროლებთ, მაგრამ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გვქონდა

ვერ ვიტყვი, რომ ხანძარს მთლიანად ვაკონტროლებთ, მაგრამ მდგომარეობა უკეთესი გვაქვს, ვიდრე გვქონდა დილით ან გუშინ ღამე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხდა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობას სოფელ დაბაში და სოფელ წაღვერში საფრთხე არ ემუქრება. 

ალავიძის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე შესაბამისი სამსახურები დარჩებიან. 

”მობილიზებულები ვიქნებით მთლიანად. მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავებთ. დავაკვირდებით ხანძრის კერებს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ხვალ, დილის 06:00 საათიდან უკვე ავიაციაც მოგვეხმარება. იმუშავებს 5 ვერტმფრენი. ასევე თურქეთიდან დაგვემატა დიდი თვითმფრინავი, რომელიც ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში. ხვალვე ველოდებით დიდ ვერტმფრენს ბელორუსიდან. ეს არის МИ-26 -ის ტიპის ვერტმფრენი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. რომ შევადაროთ 5-ჯერ უფრო მეტი წყლის გაფრქვევა შეუძლია ვიდრე იმ ვერტმფრენებს, რომლებიც ახლა მუშაობდნენ. პანიკის საბაბი არ გვაქვს იმ კუთხით, რომ მოსახლეობას ამ მომენტისთვის არაფერი არ ემუქრება”, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რაც შეეხება მოხალისეების მუშაობას, როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ის ადამიანები, ვინც მოხალისეებად მუშაობენ, მისი უწყების თანამშრომლები არიან, რომლებიც გარკვეულნი არიან თავთავიანთი მიმართულებებით.